2023 წლის 26 ივნისს პოლიტოლოგიის ინსტიტუტი ატარებს კონფერენციას
„პოლიტიკური მეცნიერების აქტუალური საკითხები“. კონფერენცია ეძღვნება
ინსტიტუტის თანამშრომლის ნანა ცქიტიშვილის ხსოვნას და მისი დაბადებიდან 70-ე
წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 23 ივნისამდე უნდა გამოგზავნონ
სტატია ელექტრონულ ფოსტაზე politscienceconference@gmail.com.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IPSAS წევრებს. ანგარიში: GE35TB0600000003700866, ჩასარიცხია 60 ლარი.
სტატიის სტრუქტურა
სახელი, გვარი
მოხსენების სათაური
აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე- თითოეულ ენაზე აბსტრაქტი 200-250
სიტყვა, 3-5 საკვანძო სიტყვით
სტატიის ტექსტი – 2000-2500 სიტყვა, მითითება აპას სტილით, სტატიას უნდა
ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.